რადიო WAY – პირველი რადიო პანკისში

კონცეფციის მიხედვით, რადიო იქნება ორენოვანი, ქართული და ჩეჩნური. ახალი ამბები მომზადდება ორივე ენაზე. პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები საავტორო, მათ შორის სადისკუსიო გადაცემებსაც მოამზადებენ.

რადიოს გვერდი Ustream – ზე,ამ გვერდზე იქნება შესაძლებელი ინტერნეტის მეშვეობით მოუსმინოთ რადიო WAY – ს,ვინც პანკისის ხეობაში არ იმყოფებით.

//platform.twitter.com/widgets.js

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ (www.activities.ge) პანკისის ხეობაში სათემო რადიოს აკეთებს. სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საბუთების წარდგენის ვადა 7 დეკემბერს ამოიწურა.

Loading...

Loading…

// < ![CDATA[ //

ლიცენზიის მიღების შემთხვევაში რადიო „WAY“ FM სიხშირეზე 101.1 მაუწყებლობას მაქსიმუმ 6 თვეში დაიწყებს, ახალ წლამდე კი რადიო WAY ინტერნეტმაუწყებლობას ჩართავს.

WAY – სათემო რადიოსთვის ამ სახელის დარქმევა პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივაა. WAY ინგლისურად გზას ნიშნავს, ჩეჩნურად – ჩვენი https://soundcloud.com/radioway

კონცეფციის მიხედვით, რადიო იქნება ორენოვანი, ქართული და ჩეჩნური. ახალი ამბები მომზადდება ორივე ენაზე. პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები საავტორო, მათ შორის სადისკუსიო გადაცემებსაც მოამზადებენ.

//www.scribd.com/embeds/273485430/content?start_page=1&view_mode=&access_key=key-x4S5rLUynXMy0iyfOsZB

„რადიოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ პრობლემების გაშუქებას, რომელიც პანკისის ხეობის მოსახლეობას აწუხებს, რაც თემისთვის პრიორიტეტულია. მოხდება ფაქტებისა და მოვლენების ბალანსირებული გაშუქება, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების ასახვა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი კონტექსტით. ეს გაზრდის თემის წევრთა თანამონაწილეობას სათემო რადიოს საქმიანობაში. გაზრდის რადიოს მიმართ თემის ნდობის ხარისხს. რადიოს ამოქმედება ხელს შეუწყობს თემის თითოეული წევრის, განსაკუთრებით ახალგაზრდების გააქტიურებას. დისკუსიების გამოყენებით თემის წევრები შეეცდებიან ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა გამჭვირვალე გახადონ. რადიო WAY ხელს შეუწყობს, რომ შემცირდეს ნეგატიური იმიჯი პანკისის ხეობის მოსახლეობის მიმართ“, – ამბობს შორენა ხანგოშვილი, რადიო WAY–ის რედაქტორი.

რადიო WAY მოამზადებს ინგლისური და ჩეჩნური ენის გაკვეთილებსაც. ეთერში გავა ყველა სახის მუსიკა, ადგილობრივიც და უცხოურიც, თანამედროვეც და კლასიკაც. ეთერში გავა ფოლკლორული მუსიკის ნიმუშებიც, მათ შორის ადგილობრივი მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით, რომელთაც ჩაწერს რადიო WAY.

2011 წლიდან დღემდე სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით რამდენიმე პროექტი განახორციელა, რომელთა მიზანი იყო უმცირესობების უფლებების დაცვა, ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. ახალგაზრდების სამოქალაქო განათლება კი არის სამოქალაქო აქტივობების ცენტრის და იქნება რადიო WAY–ის განსაკუთრებული ინტერესის საგანი.

ამ დროისთვის სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელსაც მხარს უჭერს აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). აუცილებელი საჭიროება, შევქმნათ უფრო მძლავრი მექანიზმი (როგორიც არის სათემო რადიო) მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი ჩართულობის, განვითარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისას გამოიკვეთა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მოსამზადებელი სხდომა 2015 წლის 10 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება. ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება – კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე დასკვნას წარმოადგენს და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ხოლო საკონკურსო სხდომა, რომელზეც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება, 2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება.

Sulkhan Bordzgor's Blog

microphone-19139-1920x1200პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი იქმნება. რადიო,რომელიც აუცილებლად გახდება ყველა პანკისელის პირადი მედიასაშუალება.

თავდაპირველად,როცა რადიოს დაფუძნების იდეა გაჩნდა,მთელი ჩემი ძალისხმევა იყო მიმართული იმისკენ,რომ მომხდარიყო ამ იდეის განხორციელება. ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა უკვე,ერთადერთი რაც თავში მიტრიალებდა და მიტრიალებს ეხლაც,ეს არის რადიო WAY რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ლოგიკური და ძალიან მაგარი განვითარება. ერთია,როცა აფუძნებ,აფორმებ იურიდიულად,თუმცა ვფიქრობ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამუშავება,ფუნქციონირება.

View original post 224 more words

Advertisements

Youtube-ზე ატვირთული პირველი ვიდეო 10 წლის გახდა

2005 წლის 23 აპრილს მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდის სივრცეში პირველი ვიდეო გამოჩნდა. Continue reading “Youtube-ზე ატვირთული პირველი ვიდეო 10 წლის გახდა”

GNCC-მა “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” გაერთიანების შესახებ საქმის წარმოება შეწყვიტა

Silknet, Caucasus

საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება სს “სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის შესახებ შეჩერდა.

განმცხადებელმა მხარეებმა 3 თვის განმავლობაში არ წარმოადგინეს საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც კომისიას საკვლევად სჭირდებოდა. კომისიას უნდა შეეფასებინა მდგომარეობა ბაზარზე და დაედგინა, უქმნიდა თუ არა კომპანიების გაერთიანება საფრთხეს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. ამისათვის მარეგულირებელმა ორგანომ თხოვნით მიმართა ინტერნეტ-პროვაიდერებს, რომ წარმოადგინათ სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.

 

სს “სილქნეტიმა“ და შპს „კავკასუს ონლაინმა“ თავის მხრივ კომისიას თხოვნით მიმართეს და განხილვის 11 ნოემბრამდე გადადება მოითხოვეს, რაზეც კომისიისაგან უარი მიიღეს. როგორც კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, განხილვისა და საჯარო მოსმენის გადავადების შემთხვევაში, კომისია საქმის ანალიზს ვერ მოასწრებდა.

 

“2 კვირით მოსმენის გადავადების შემთხვევაში, კომპანიებს რომც წარმოადგინათ დოკუმენტაცია, ჩვენ დრო არ გვრჩებოდა მის შესასწავლად. გადავადების შემთხვევაშიც, გადაწყვეტილებას მაინც ვერ მივიღებდით,”- აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

კომისიაში გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ “კავკასუს ონლაინის” წარმოადგენლები, ხოლო “სილქნეტის” წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ამიტომ უცნობია, აპირებენ თუ არა ინტერნეტ- პროვაიდერები განახლებული განცხადებით მიმართონ კომისიას.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავიდან იმსჯელებს, განიხილოს თუ არა “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” შერწყმის შესახებ განცხადება, თუ პროვაიდერები ხელახლა მიმართავენ კომისიას. რასაც დამატებით 3 თვე დასჭრიდება.

კომისიამ 11 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ “კავკასუს ონლაინისა” და “სილქნეტის” შესაძლო გაერთიანების შესახებ მიღებულ განცხადებაზე მოკვლება დაეწყო.

GNCC-ში ასევე შევიდა მამია სანადირაძის განცხადება. სანადირაძე “კავკასუს ონლაინის” ერთ-ერთი ყოფილი მეწილეა, რომელიც აცხადებს, რომ მან ქონება უკანონო გზებით დაკარგა. ამჟამად კი მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა ლონდონის კომერციულ სასამართლოში.

მამია სანადირაძე სთხოვს კომისიას განიხილონ მისი განცხადება და არ დაუშვან “კავკასუს ონლაინის” სხვა კომპანიასთან შერწყმა. ვახტანგ აბაშიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კომისია გამოითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და გამოიკვლევს, რამდენად უშლის ხელს სანადირაძის მოთხოვნები კომპანიების შესაძლო გაერთიანებას. კომისიაში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალები საქმესთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი არ არის.

მობილური კომპანიები 4G ინტერნეტის მიწოდებას 1 თებერვლიდან შეძლებენ

დღეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სხდომა გაიმართა, სადაც მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად მობილური ოპერატორების- „მაგთიკომის“, „ჯეოსელის“ და „მობიტელის“ ჰარმონიზებულ დიაპაზონებში უკვე გაცემული და მათ მფლობელობაში  არსებული ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე იმსჯელეს.

სხდომაზე მობილური ოპერატორების ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღად 1 თებერვალი გამოცხადდა.

მობილურმა ოპერატორებმა სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიებში 2 წლის განმავლობაში 288 244 086 ლარი უნდა გადაიხადონ.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, 4g ინტერნეტის ტარიფების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მას ამ ეტაპზე არ აქვს:

“საკმაოდ დიდი თანხა აქვთ გადახდილი [კომპანიებს]. მხოლოდ სალიცენზიო ნაწილში გადასახდელია დაახლოებით, ერთად აღებული, 339 მილიონი ლარი. გარდა ამისა, პირველი 2-3 წლის განმავლობაში სამივე კომპანიას ინფრასტრუქტურის დანერგვისთვის დასჭირდებათ დაახლოებით 250 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორიელება, თუ მეტის არა. შესაბამისად, როგორც ინვესტიციაში, ასევე ლიცენზიაში გადასახდელი თანხა სატარიფო პოლიტიკაზეც აისახება. ჩვენ ვთვლით, რომ ტარიფი ახალ მომსახურებაზე ბევრად განსხვავებული არ იქნება დღეს არსებულ მომსახურებაზე დაწესებული ტარიფებისგან. შეიძლება იყოს ოდნავი სხვაობა 15-20 პროცენტის ფარგლებში”, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

მისივე თქმით, კომპანიების მფლობელობაში არსებული სიხშირეების ოპტიმიზაციის საფუძველზე გამოთავისუფლებულია ახალი სიხშირული რესურსები, რომელთა აუქციონზე გამოტანის შემთხვევაშიც ბიუჯეტი დაახლოებით 130-140 მილიონი ლარს მიიღებს

მათთვის, ვისაც ინტერნეტ საიტის შექმნა გსურთ

თუ კი, გსურთ,  გააკეთოთ საკუთარი ინტერნეტ საიტი სწრაფად და უფასოდ, თქვენთვის სამი ძირითადი პლატფორმა არსებობს: WordPressJoomla და  Drupal. თითოეული მათგანი საშუალებას გაძლევთ, მარტივად შექმნათ საკუთარი სივრცე ინტერნეტში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ცოდნა კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ ნაკლებად სახარბიელოა. თუმცა, იმისთვის, რომ თქვენი არჩევანი გააზრებული იყოს, გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას თითოეული ამ პლატფორმის შესახებ:

დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ ამ სამი პლატფორმიდან მსოფლიოში ყველაზე მეტი პოპულარობით WordPress სარგებლობს. აღნიშნული თავლსაზრისით, მეორე ადგილს Joomla, ხოლო მესამეს Drupal  იკავებს.

ეს სამი პლატფორმა მომხმარებელს დიზაინის შექმნის კუთხითაც  სხვადასხვა შესაძლებლობებს აძლევს. მაგალითად, WordPress 2 000–ზე მეტ თემას გვთავაზობს, Joomla დაახლოებით – 900–ს, ხოლო Dural  – 1 800–ზე მეტს.

თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, გაითვალისწინეთ, რომ  WordPress–ით ძირითადად მედია ორგანიზაციები სარგებლობენ. Joomla – ტექნოლოგიური კომპანიები, ხოლო  Dural – ის, მისი სირთულიდან გამომდინარე, ძირითადად ის დაწესებულებები მიმართავენ, რომლებსაც პირველი ორის სიძლიერე ვერ აკმაყოფილებთ.

დასასრულ: მთავარი, რაც სამივე პლატფორმას აერთიანებს, არის ხელმისაწვდომობა. – სამივე მათგანი დაინტერესებულ პირებს საკუთარი ინტერნეტ საიტების უფასოდ  შექმნის საშუალებას აძლევს.

პ.ს. ეს კი მათთვის, ვისაც უფრო დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ. 

მისი/Her ანუ სოციალურად მიღებული მომავალი

Image-03---Akiko-Her

სპაიკ ჯოუნზის 2013 წლის ფილმი, სადაც მოქმედება მომავალში ვითარდება, რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო მიიღო. განსაკუთრებით აღინიშნა რეჟისორი და სცენარის ავტორი სპაიკ ჯოუნზი, რომელმაც, როგორც სცენარისტმა,ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მიიღო.

Continue reading “მისი/Her ანუ სოციალურად მიღებული მომავალი”

რატომ სჯობია ჩემი Huawei თქვენს samsung–ს და nokia-ს

ტელეფონი ჰუავეი ყველაზე იაფია და ხარისხიანი ტელეფონია სხვა დანარჩენი ფირმის ტელეფონებს შორის. ის არის ანდროდის ვერსია Y600-U20 Screen 5 “(480×854, შეეხოთ Capacitive, Multi-Touch) / მონობლოკური / MT6572 (1.3 GHz) / კამერა 5 Mn წინა 0.3MP / Bluetooth 3.0 / Wi-Fi 802.11 b / g / n / 512 MB RAM / 4 GB შიდა მეხსიერება + მხარდაჭერა microSD / მხარდაჭერა 2 სიმ-ბარათი / 3,5 მმ / 3G / GPS / OC Android 4.2 / 144.5 x 74.5 x 10.8 mm, 180 გ / შავი.

მისი საბაზრო ღირებულებაა 340 ლარი.

მეტი პატივი ეცით საკუთარ ყურებს  :)

ადამიანის ყურს ბგერები სიმაღლის, ტემბრისა და ტონის მიხედვით შეუძლია გაშიფროს და დაადგინოს საიდან მოდის ხმა.
Continue reading “მეტი პატივი ეცით საკუთარ ყურებს  :)”