iPhone 6S-ი და 6S Plus-ი ოფიციალურად 25 სექტემბრიდან გაიყიდება

25 სექტემბრიდან iPhone-ის განახლებული ორი პროტოტიპი- iPhone 6S და iPhone 6S Plus გაყიდვაში ჩაეშვება. საქართველოში მათი შეკვეთა ხვალიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო მაღაზიებში პროდუქცია ოქტომბრიდან გამოჩნდება.  Continue reading “iPhone 6S-ი და 6S Plus-ი ოფიციალურად 25 სექტემბრიდან გაიყიდება”

Advertisements

Samsung-მა სმარტფონების რეკორდული რადენობა გაყიდა

კომპანია Samsung-მა სმარტფონების რეკორდული რაოდენობა, 56.3 მილიონი სმარტფონი, მათ შორის Galaxy S III გაყიდა. 2012 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით კომპანიის გაყიდვებმა საერთო ბაზარზე 31.3% შეადგინა.
Continue reading “Samsung-მა სმარტფონების რეკორდული რადენობა გაყიდა”

ახალი Nokia Asha 302 უკვე საქართველოშია

ქართულ ბაზარზე ნოკიას ახალი მოდელი შემოვიდა, ეს არის – Nokia Asha 302.   ფოტოგალერეა

Continue reading “ახალი Nokia Asha 302 უკვე საქართველოშია”

Microsoft – მა ახალი ”ტაბლეტი” გამოუშვა


Microsoft – მა ახალი ”ტაბლეტი” გამოუშვა, რომლითაც გეგმავს  ბაზარზე Apple -ის  iPad-ს გაუწევს კონკურენციას – ინფორმაციას The New York Times – ავრცელებს.

ახალი ტაბლეტი რომლის სახელია Surface – იმავეს იწონის რასაც iPad-ი, ხოლო ზომაში მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.  Surface – ის ეკრანის ზომა 10.6-დიუმია და მისი გამოყენება ფილმების საყურებლადაც არის  შესაძლებელი. მოწყობილობა  Windows 8 -ის ოპერატიული სისტემით მუშაობს.

როგორც Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ბალმერმა განაცხადა, ტაბლეტი Microsoft-ის ხანგრძლივი გამოცდილების პროდუქტია, ისეთივე როგორც კომპიუტერული მაუსი.

”ჩვენი სურვილი იყო Windows 8 – თვის მისი საკუთარი ინოვაციური კომპიუტერული მოწყობილობა შეგვექმნა და ეს არის ტაბლეტი” –  განაცხადა სტივენ ბალმერმა.

Microsoft -ის გადაწყვეტილება, შეემნა საკუთარი ტაბლეტი, არის იმის დემონსტრირება რომ კომპანიამ გაიაზრა, ბაზრის ახალ მოთხოვნები, მისი პოლიტიკაა არ იყოს მიჯაჭვული მხოლოდ კიმპიუტერების ბიზნესზე – წერს ნიუ იორკ თაიმსი.

მიუხედავად იმისა, რომ Microsoft -ი უკვე რამდენიმე წელია ახალ პროდუქტებს ქმნის, მაგალითად  Xbox video თამაშები, Zune-ს მუსიკალუი პლეიერი და კომპიუტერული კლავიატურებია,  Microsoft მაინც მოიაზრება, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანია.