„გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ – ვირუსების წყარო ფეისბუკში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ფეისბუკის მომხმარებლებს აფრთხილებს, არ გახდნენ სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი შემოთავაზების მსხვერპლი, რომელიც მათ პერსიონალურ მონაცემებზე წვდომას უცხო პირებს მიანიჭებს.

აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ პირი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ლინკზე – „გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ გადავა და საიტის მიერ მოთხოვნილ ინსტრუქციებს შეასრულებს, ვებგვერდი მოიპარავს ფეისბუკ-მომხმარებლის შესახებ პრაქტიკულად ყველა ინფორმაციას და საკუთრი ინტერესების შესაბამისად გამოიყენებს.

“საიტი შეძლებს გამოიყენოს თქვენი ანგარიში საკუთარი ინტერესებისთვის, დააგზავნოს ვირუსები თქვენი სახელით, დაალაიქოს სხვადასხვა გვერდი თქვენს ნაცვლად, გაგაწევრიანოთ სხვადასხვა არასასურველ ჯგუფში, გამოიყენოს თქვენი ფოტოები ყალბი პროფაილის (fake-profile) შესაქმნელად და იმოქმედოს თქვენი სახელით. ასეთი საიტების მსხვერპლად ქცევა დაგაზარალებთ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენს მეგობრებსაც. დიდი ალბათობით, აპლიკაცია თქვენი მესინჯერის გამოყენებით სპამს გაუგზავნის თქვენს ფრენდებს და შეიძლება ისინიც ჩაითრიოს ამ სქემაში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება,” – ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც, “ფეისბუკმა” არაერთხელ ოფიციალურად განაცხადა, საიტს ასეთი სერვისი არ გააჩნია, შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოუწოდებს მომხმარებლებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და არ დათანხმდნენ მსგავსი ტიპის შემოთავაზებებს.

Source: http://netgazeti.ge/news/156617/
Author: მარიამ ბოგვერაძე

Advertisements

თვალთვალის შემთხვევაში FaceBook მომხმარებლებს გააფრთხილებს

ფეისბუკი აცხადებს, რომ თავის მომხმარებლებს გააფრთხილებს, თუ ქვეყნის ხელისუფლება სოციალურ ქსელში ანგარიშების დაჰაკვის მეშვეობით მათ ონლაინ-აქტოვებებისთვის გადაწყვეტს თვალის მიდევნებას. Continue reading “თვალთვალის შემთხვევაში FaceBook მომხმარებლებს გააფრთხილებს”

მიგრაცია NewsCoop-დან

ასე და ამგვარად, ეს არის მონაცემების ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურა. მაგალითისთვის, აქვე ორი მარტივი ჩანაწერი დავამატებინე მონაცემთა ბაზას [MySQL]. Continue reading “მიგრაცია NewsCoop-დან”

GNCC-მა “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” გაერთიანების შესახებ საქმის წარმოება შეწყვიტა

Silknet, Caucasus

საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოება სს “სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ შერწყმის შესახებ შეჩერდა.

განმცხადებელმა მხარეებმა 3 თვის განმავლობაში არ წარმოადგინეს საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც კომისიას საკვლევად სჭირდებოდა. კომისიას უნდა შეეფასებინა მდგომარეობა ბაზარზე და დაედგინა, უქმნიდა თუ არა კომპანიების გაერთიანება საფრთხეს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს. ამისათვის მარეგულირებელმა ორგანომ თხოვნით მიმართა ინტერნეტ-პროვაიდერებს, რომ წარმოადგინათ სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.

 

სს “სილქნეტიმა“ და შპს „კავკასუს ონლაინმა“ თავის მხრივ კომისიას თხოვნით მიმართეს და განხილვის 11 ნოემბრამდე გადადება მოითხოვეს, რაზეც კომისიისაგან უარი მიიღეს. როგორც კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, განხილვისა და საჯარო მოსმენის გადავადების შემთხვევაში, კომისია საქმის ანალიზს ვერ მოასწრებდა.

 

“2 კვირით მოსმენის გადავადების შემთხვევაში, კომპანიებს რომც წარმოადგინათ დოკუმენტაცია, ჩვენ დრო არ გვრჩებოდა მის შესასწავლად. გადავადების შემთხვევაშიც, გადაწყვეტილებას მაინც ვერ მივიღებდით,”- აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

კომისიაში გამართულ სხდომას არ ესწრებოდნენ “კავკასუს ონლაინის” წარმოადგენლები, ხოლო “სილქნეტის” წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ამიტომ უცნობია, აპირებენ თუ არა ინტერნეტ- პროვაიდერები განახლებული განცხადებით მიმართონ კომისიას.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავიდან იმსჯელებს, განიხილოს თუ არა “სილქნეტისა” და “კავკასუს ონლაინის” შერწყმის შესახებ განცხადება, თუ პროვაიდერები ხელახლა მიმართავენ კომისიას. რასაც დამატებით 3 თვე დასჭრიდება.

კომისიამ 11 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ “კავკასუს ონლაინისა” და “სილქნეტის” შესაძლო გაერთიანების შესახებ მიღებულ განცხადებაზე მოკვლება დაეწყო.

GNCC-ში ასევე შევიდა მამია სანადირაძის განცხადება. სანადირაძე “კავკასუს ონლაინის” ერთ-ერთი ყოფილი მეწილეა, რომელიც აცხადებს, რომ მან ქონება უკანონო გზებით დაკარგა. ამჟამად კი მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა ლონდონის კომერციულ სასამართლოში.

მამია სანადირაძე სთხოვს კომისიას განიხილონ მისი განცხადება და არ დაუშვან “კავკასუს ონლაინის” სხვა კომპანიასთან შერწყმა. ვახტანგ აბაშიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, კომისია გამოითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და გამოიკვლევს, რამდენად უშლის ხელს სანადირაძის მოთხოვნები კომპანიების შესაძლო გაერთიანებას. კომისიაში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალები საქმესთან დაკავშირებით მათთვის ცნობილი არ არის.

მობილური კომპანიები 4G ინტერნეტის მიწოდებას 1 თებერვლიდან შეძლებენ

დღეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სხდომა გაიმართა, სადაც მეოთხე თაობის (4G) ფართოზოლოვანი მომსახურების უზრუნველსაყოფად მობილური ოპერატორების- „მაგთიკომის“, „ჯეოსელის“ და „მობიტელის“ ჰარმონიზებულ დიაპაზონებში უკვე გაცემული და მათ მფლობელობაში  არსებული ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე იმსჯელეს.

სხდომაზე მობილური ოპერატორების ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღად 1 თებერვალი გამოცხადდა.

მობილურმა ოპერატორებმა სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიებში 2 წლის განმავლობაში 288 244 086 ლარი უნდა გადაიხადონ.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, 4g ინტერნეტის ტარიფების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მას ამ ეტაპზე არ აქვს:

“საკმაოდ დიდი თანხა აქვთ გადახდილი [კომპანიებს]. მხოლოდ სალიცენზიო ნაწილში გადასახდელია დაახლოებით, ერთად აღებული, 339 მილიონი ლარი. გარდა ამისა, პირველი 2-3 წლის განმავლობაში სამივე კომპანიას ინფრასტრუქტურის დანერგვისთვის დასჭირდებათ დაახლოებით 250 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორიელება, თუ მეტის არა. შესაბამისად, როგორც ინვესტიციაში, ასევე ლიცენზიაში გადასახდელი თანხა სატარიფო პოლიტიკაზეც აისახება. ჩვენ ვთვლით, რომ ტარიფი ახალ მომსახურებაზე ბევრად განსხვავებული არ იქნება დღეს არსებულ მომსახურებაზე დაწესებული ტარიფებისგან. შეიძლება იყოს ოდნავი სხვაობა 15-20 პროცენტის ფარგლებში”, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

მისივე თქმით, კომპანიების მფლობელობაში არსებული სიხშირეების ოპტიმიზაციის საფუძველზე გამოთავისუფლებულია ახალი სიხშირული რესურსები, რომელთა აუქციონზე გამოტანის შემთხვევაშიც ბიუჯეტი დაახლოებით 130-140 მილიონი ლარს მიიღებს

ტექნიკური განვითარება, როგორც მაინიპულაცია

საზოგადოებრივი აზრის შექმნაში მედიასაშუალებების გარდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე ტექნიკური განვითარების შედეგად შექმნილი სოციალური ქსელები და ბლოგები.

Continue reading “ტექნიკური განვითარება, როგორც მაინიპულაცია”

რატომ იზრდება ინტერნეტის გადასახადი

დღეს მკვეთრად გაზრდილია მოთხოვნა ინტერნეტის სიჩქარეზე. იზრდება ინტერნეტში ჩართული მოწყობილობების რაოდენობა.

Continue reading “რატომ იზრდება ინტერნეტის გადასახადი”

რატომ არის ინტერნეტ-სერვისები უფასო?

ხშირად მეკითხებიან – რა მოგება აქვთ ინტერნეტ-სერვისებს, როდესაც უფასოდ ‘გვირიგებენ’ თავის რესურსებს? განსაკუთრებით კი ის კომპანიები, ვისი ტექნიკური და ინტელექტუალური კაპიტალიზაცია საკმაოდ დიდია – Google, Microsoft, Twitter, Ustream.

პირველი, რასაც გიპასუხებენ – ‘ისინი PopUP და კონტექსტურ რეკლამას, ბანერებს და განცხადებებს ყიდიან’. ნაწილობრივ ამ კომპანიების მოგებას რა თქმა უნდა რეკლამა წარმოადგენს. მაგრამ ეს მოგება არც თუ ისე დიდია იმ დანახარჯებთან შედარებით, რასაც ისინი ამ სისტემების მომსახურებისთვის და განვითარებისთვის ხარჯავენ.

ტრაფიკი ნიშნავს ფულს

ძირითადი შემოსავლის წყარო ინტერნეტ-ტრაფიკის გაყიდვაა. მსხვილი კომპანიები [Google, Amazon, Facebook, Microsoft] თვითონ ფლობენ მაღალი ტრაფიკის შემცველ პროექტებს [აუდიო, ვიდეო, ფოტო] და ანთავსებენ საკუთარ ‘მონცემთა ცენტრებში’ [DataCenter].

შემდეგ ‘გიგანტები’ ყიდიან მათი კუთვნილი სერვერებიდან გაცემულ დიდი მოცულობის ინფორმაციის ნაკადს [ტრაფიკის გენერირება] მსხვილ ინტერნეტის გამანაწილებლებზე – ‘კონტინენტალურ’ პროვაიდერებზე.

მაგალითისთვის, იმ პროვაიდერებზე, რომლებიც შემგომში ‘სილქნეტზე’, ‘კავკასუსზე’ და ‘მაგთიზე’ გაყიდიან ტრაფიკს.

თავის მხრივ პროვაიდერებიც იყოფიან ინტერნეტ-ბაზრის გლობალური და რეგიონალური სეგმენტის მომსახურების ოპერატორებად – ერთნი ყიდიან ინტერნეტს კონტინენტიდან კონტინენტამდე [ტერაბიტები წამში, ორივე მიმართულებით], ხოლო მეორენი აინსტალირებენ როუტერებს თქვენს ბინებსა და ოფისებში, გაწვდიან ფიქსირებულ მეგაბიტებს ყოველთვიური გადასახადის პირობებზე – 27 ლარი თვეში, 2მეგაბიტი/წამში და ა.შ…

ფოტოზე ნაჩვენები რკინის კარადების ტექნოლოგიური შიგთავსი 24 საათიან რეჟიმში შეიძლება რამოდენიმე ათას მაღალრეიტინგიან ვებგვერდს ემსახურებოდეს.

მარტივად: დიდი დატვირთვა ამ სერვერებზე ნიშნავს მათზე განთავსებული ინფორმაციის დიდ მოთხოვნას. რაც უფრო დიდი მოთხოვნა მათ სერვერზე, მით უფრო მეტ თანხას გადაუხდის მსხვილი პროვაიდერი სერვერის მფლობელს. ანუ, ინფორმაციაზე დიდი მოთხოვნა წარმოშობს კაპიტალს.

სერვერი

ინტერნეტის გამავრცელებელი კომპანია-პროვაიდერები ასევე ცდილობენ ანალოგიური მონაცემთა ცენტრების განთავსებას. ხშირად წარმატებულად.

რამოდენიმე, შედარებით მცირე რესურსების მქონე სერვერი საქართველოშიც არის განთავსებული. მათი ფასები სამწუხაროდ არც თუ ისე დაბალია, ხოლო მომსახურების ხარისხი – არც თუ ისე მაღალი.

Facebook-ის Farm და სხვები

კიდევ ერთი, ხშირად ახლადშექმნილი კომპანიებისთვის, ფინანსური ამონაგების კარგი საშუალებაა ფასიანი სერვისები. მაგალითად, თქვენ თამაშობთ Online-სტრატეგიას Facebook-ზე და დაგაკლდათ გარკვეული რესურსი შემდეგ ეტაპზე გადასავლელად. ამისთვის იხდით უმნიშვნელო თანხას [მაგალითისთვის, 99 ცენტი] და გადადიხართ ახალ ეტაპზე.

იგივე პრინციპით მუშაობს ინტერნეტ-სერვისების ნაწილი – თქვენ გეძლევათ 1გიგაბაიტი თავისუფალი სივრცე ვებგვერდის ჰოსტინგისთვის, სივრცის გასაზრდელად კი წლიურ გადასახადს 3€-ს ოდენობით იხდით და იღებთ დამატებით 5გიგაბაიტს.

ცვლილებები, რომლებსაც მომხმარებელი ვერ იგრძნობს

ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტების ხარჯზე ხდება ინტერნეტ-კომპანიის კაპიტალიზირება, რაც საბოლოო ჯამში განვითარების და შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალებას აძლევს – ინტერნეტ-კომპანია IPO-ზე გადის. აქციების გაყიდვა ხშირად კომპანიას შერწყმას, ან სხვა ინტერნეტ-გიგანტში შთანთმას ნიშნავს.

ფაქტია, რომ პოპულარული სერვისები ინტერნეტში არ იხურება. ისინი იცვლიან მფლობელებს, აქციონერების რაოდენობას, განიცდიან რებრენდინგს, ხდებიან სხვა კომპანიების [Google, Microsoft, Apple] კონგლომერატების ნაწილი…

რაც უფრო პოპულარულია სერვისი [რეგისტრირებული მომხმარებლები, მომხმარებული ტრაფიკი], მით ნაკლებია ალბათობა, რომ რესურსი დაიხურება, გაკოტრდება. მისი პოტენციური კაპიტალიზაცია ხომ უკვე ათობით მილიონი აშშ დოლარია? ეკონომიკის წესია – დიდ კაპიტალს მფარველობს ფინანსური სექტორი [ბანკები, ფონდები].

მაგალითისთვის, თანამედროვე დიზაინით აშენებულ სასტუმროს არავინ დაანგრევს მხოლოდ იმის გამო, რომ ზამთრის პერიოდში შედარებით ნაკლები სტუმარი ჰყავდა.

იგივე სურათია ინტერნეტ-სერვისების შემთვევაში – თუ კი შემოსავლების ოდენობა გარკვეულ პერიოდში შემცირდა, ინვესტორი [ბანკი, საფონდო, ან სატრასტო კომპანია] მას თუნდაც მინიმალური მოგებით, მაგრამ მაინც შეინარჩუნებს. ბოლოს და ბოლოს წილობრივად დაანაწევრებს და ისე გაყიდის.

2011 წელს Microsoft-მა ფინური Skype-ს შეისყიდა. პოპულარულმა და ერთერთმა ‘უძველესმა’ პროგრამამ მფლობელი ისე შეიცვალა, რომ მომხმარებლების უმრავლესობამ ვერც კი გაიგო ამის შესახებ.

GoogleMaps და WordPress – ამჯერად ბახმაროს რუკა

როდესაც შეუძლებელია <iframes> -გამოყენება ბლოგზე, ობიექტი (კოდი) უნდა გარდავქმნათ <object> -ად. ჩვენს შემთხვევაში ბახმაროს რუკის ბლოგის პოსტში [სტატიაში] გამოსაყვანად მივიღებთ შემდეგნაირ კოდს:
Continue reading “GoogleMaps და WordPress – ამჯერად ბახმაროს რუკა”