თვალთვალის შემთხვევაში FaceBook მომხმარებლებს გააფრთხილებს

ფეისბუკი აცხადებს, რომ თავის მომხმარებლებს გააფრთხილებს, თუ ქვეყნის ხელისუფლება სოციალურ ქსელში ანგარიშების დაჰაკვის მეშვეობით მათ ონლაინ-აქტოვებებისთვის გადაწყვეტს თვალის მიდევნებას.

შესაბამის განცხადებას ფეისბუკის უსაფრთხოების ტოპოფიცერი, ალექს სტამონსი ავრცელებს.
“ადამიანების ანგარიშების უსაფრთხოება ფეისბუკისთვის პირველხარისხოვანია.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით პოტენციურად მავნე საქმიანობებსა და გთავაზობთ ბევრ შესაძლებლობას თქვენი ანგარიშის დასაცავად. დღეის შემდეგ ჩვენ შეგატყობინებთ, თუ გვექნება განცდა, რომ თქვენი ანგარიში მიზანშია ამოღებული, ან რისკის ქვეშ იმყოფება იმ თავდამსხმელის მხრიდან, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებაში.

მართალია, ჩვენ ყოველთვის ვდგამდით ნაბიჯებს იმ ანგარიშების დასაცავად, რომელიც რისკის ქვეშ იმყოფება, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ ამ დამატებითი გაფრთხილებით მოგმართოთ, თუ გვექნება ძლიერი ეჭვი, რომ ჰაკერული თავდასხმა შესაძლოა ხელისუფლების მიერ იყოს დაფინანსებული.

“ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ ამ ტიპის ჰაკერული თავდასხმები, როგორც წესი, უფრო სახიფათოა, ვიდრე სხვები. ჩვენ მოვუწოდებთ დაზარალებულ ადამიანებს, რომ დაიცვან მათი ყველა ონლაინ-ანგარიში”.

– “მნიშნელოვანია იმის გააზრება, რომ ეს გაფრთხილება არანაირად არ უკავშირდება ფეისბუკის სისტემებისა და პლატფორმის დაზიანებას და ამ ფორმით თქვენი ანგარიშის რისკის ქვეშ აღმოჩენა ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა თქვენი კომპიუტერი ან მობილური მოწყობილობა იყოს დავირუსებული. ადამიანებმა, რომლებიც ამ შეტყობინებას მიიღებენ, უნდა იზრუნონ სისტემის აღდგენაზე ან შეცვალზე”, – ნათქვამია ფეისბუკის უსაფრთხოების ოფიცრის განცხადებაში.

იგი არ აკონკრეტებს, რა მეთოდებით დაადგენს ფეისბუკი, რომ კონკრეტული ჰაკერული თავდასხმა ხელისუფლების მიერაა დაფინანსებული:

“იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მეთოდებისა და ზოგადად პროცესის მთლიანობა, ჩვენ ხშირავ ვერ შევძლებთ ავხსნათ როგორ მივაკუთვნებთ თავდასხმებს ეჭვმიტანილ თავდამსხმელებს. ჩვენ ამ გაფრთხილების სისტემას გამოვიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მტკიცებულება ძლიერად იქნება შესაბამისობაში ჩვენს დასკვნასთან”.

Advertisements