მათთვის, ვისაც ინტერნეტ საიტის შექმნა გსურთ

თუ კი, გსურთ,  გააკეთოთ საკუთარი ინტერნეტ საიტი სწრაფად და უფასოდ, თქვენთვის სამი ძირითადი პლატფორმა არსებობს: WordPressJoomla და  Drupal. თითოეული მათგანი საშუალებას გაძლევთ, მარტივად შექმნათ საკუთარი სივრცე ინტერნეტში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი ცოდნა კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ ნაკლებად სახარბიელოა. თუმცა, იმისთვის, რომ თქვენი არჩევანი გააზრებული იყოს, გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას თითოეული ამ პლატფორმის შესახებ:

დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ ამ სამი პლატფორმიდან მსოფლიოში ყველაზე მეტი პოპულარობით WordPress სარგებლობს. აღნიშნული თავლსაზრისით, მეორე ადგილს Joomla, ხოლო მესამეს Drupal  იკავებს.

ეს სამი პლატფორმა მომხმარებელს დიზაინის შექმნის კუთხითაც  სხვადასხვა შესაძლებლობებს აძლევს. მაგალითად, WordPress 2 000–ზე მეტ თემას გვთავაზობს, Joomla დაახლოებით – 900–ს, ხოლო Dural  – 1 800–ზე მეტს.

თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, გაითვალისწინეთ, რომ  WordPress–ით ძირითადად მედია ორგანიზაციები სარგებლობენ. Joomla – ტექნოლოგიური კომპანიები, ხოლო  Dural – ის, მისი სირთულიდან გამომდინარე, ძირითადად ის დაწესებულებები მიმართავენ, რომლებსაც პირველი ორის სიძლიერე ვერ აკმაყოფილებთ.

დასასრულ: მთავარი, რაც სამივე პლატფორმას აერთიანებს, არის ხელმისაწვდომობა. – სამივე მათგანი დაინტერესებულ პირებს საკუთარი ინტერნეტ საიტების უფასოდ  შექმნის საშუალებას აძლევს.

პ.ს. ეს კი მათთვის, ვისაც უფრო დეტალური ინფორმაცია გაინტერესებთ.