ფოტოგრაფია საქართველოში

ტექნიკის განვითარებამ ფოტოგრაფიას პოპულარობა საქართველოშიც მოუტანა. მე–19 საუკუნის მიწურულს თბილისში მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება ჩამოყალიბდა.

1895 წლის მარტში საზოგადოებამ მოაწყო ფოტოგრაფიული განყოფილება მხატვარ ლ. ართაზოვის ნამუშევრების გამოფენაზე, რომელმაც თავისთვის ქალაქის ცენტრში დაქირავებული სათავსებიდან ერთი ოთახი დაუთმო საზოგადოებას. გამოფენილი იქნა 150-ზე მეტი ფოტოსურათი. ამის შემდეგ ფოტოგამოფენებს უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცა.

ფოტოხელოვანთა ფოკუსში ძირითადად პორტრეტები და არქიტეტქურა ხვდებოდა, ასევე აქტუალუ რი თემატიკა იყო საოჯახო ფოტო. საოჯახო ფოტოალბომების შექმნა არცთუ იაფი ჯდებოდა და შეიძლება ითქვას, დასაწყისისათვის ფუფუნებას წარმოადგენდა.

ფოტოგრაფიის ოსტატებს შორის დასაწყისისათვის საქართველოსი მცხოვრები, წარმოშობით არაქართველი ფოტოგრაფები სჭარბობდნენ, აღსანიშნავია ვლადიმერ ბარკანოვი, ალექსანდრე ენგელი, დიმიტრი ერმაკოვი, კონსტანტინე ზანისი, ედუარდ კლარი, დიმიტრი ნიკიტინი.

მნიშვნელოვანი როლი ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში ალექსანდრე როინაშვილმა ითამაშა,  ის იყო პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა.

1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინაშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა.

მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. მისი შემოქმედების ძირითად თემას ქართველი ერის ცხოვრება წარმოადგენდა.

f7225c8e8467

XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა.

გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.

დღესდღეობით ფოტოგრაფია საქართველოში, ისე ვე როგორც მთელ მსოფლიოში, ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული, და ამავე დროს ხელმისაწვდომი დარგია.

1814338ადამიანებისათვის ყოველდღიურ მოვლენად იქცა ყველაფრის ფოტოკამერით დაფიქსირება, ფოტოკამერებმა კი საკუთარ თავზე აიღეს ყველა ის ფუნქცია, რასაც აქამდე ადამიანი აკეთებდა: შუქის, სიჩქარის, ფოკუსის რეგულირება, და სხვა. ფოტოგრაფიამ ახალი განზომილება შეიძინა.

იცვლება დრო, იცვლება ფოტოკამერები, იცვლებიან ადამიანები, მგარამ უცვლელი რჩება ადამიანის სწრაფვა შეაჩეროს დრო, რასაც კიდევ ერთხელ მოწმობს ფოტოგრაფიის განვითარების დონე და მისი პოპულარობა.