ბანერების სტანდარტული ზომები

საიტის პროექტირებისას უნდა განისაზღვროს, თუ სად, რამდენი და რა ტიპის რეკლამა შეიძლება განთავსდეს.

ასევე შესაძლოა, რომ რეკლამის გაყიდვა თავიდან ვერ შეძლოთ. თქვენ გგონიათ, რომ დადგება დრო და თუ დამკვეთი გამოჩნდება, რეკლამის ადგილს მერე, როგორმე გამონახავთ.

ამ “საჩქაროდ გამონახულ” ადგილზე დამკვეთს სურს განათავსოს რეკლამა, რომელიც ზომით ვერ ჯდება თქვენი საიტის ზომაში. რატომ? დამკვეთს სტანდარტული ზომის ბანერები დიზაინერმა უკვე დაუმზადა, დამკვეთმა ეს რეკლამა სხვადასხვა საიტზე უკვე განათავსა და ეხლა თქვენთან მოვიდა.

თქვენ კი ვერ სვავთ – ან სიგანეში, ან სიმაღლეში სტანდარტული ზომის ბანერები არ ეტევა ზედა ბლოკში – ქუდში [ქველაზე ძვირადღირებული ადგილი]. ან პირიქით, იმდენად პატარაა, რომ საიტზე უშნოდ ჩანს. მაგალითად ტოვებს სივრცეებს და ა.შ.

პროექტირებისას განსაზღვრეთ ის ადგილები, თუ სად დაჯდება თქვენი პარტნიორების, ან დამკვეთების რეკლამა. სარეკლამო ადგილები პირველივე ესკიზებში მონიშნეთ და დაიცავით ის ზომები, რომლებიც ქვემოთ მოყვანილ ილუსტრაციაზეა მოცემული.

Advertisements